სამართლის კულტურა

LEGAL CULTURE

ISSN 3088-4365
E ISSN 3088-4357
Logo
ჟურნალი
სამართლის კულტურა
ISSN 3088-4365
E ISSN 3088-4357
2026, N1(2)

დნმ-ის ნიმუშის აღებისა და გამოყენების სამართლებრივი დილემები საგამოძიებო პრაქტიკაში

ავტორი: ილია ხუციშვილი

DOI: https://doi.org/10.65454/lc/2026/2/147-172


147-172

რეფერატი

დღესდღეობით პირის იდენტიფიცირების მრავალი საშუალება არსებობს, როგორც ციფრული ტექნოლოგიები, ასევე ბიოლოგიური და ტრასოლოგიური მეთოდები. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების, დანაშაულის პრევენციისა თუ სისხლის სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება, რაც ხელს უწყობს დანაშაულის გახსნას, აგრეთვე გააჩნია პრევენციული ხასიათი. 2025 წლის 4 მარტს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი `დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ~, რომელიც სიახლეა საქართველოს კანონმდებლობისთვის, ხოლო საგამოძიებო პრაქტიკაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეგულაციაა ბიოლოგიური ნიმუშების რეესტრის წარმოების თვალსაზრისით. აღნიშნული კანონის მიღებით ნორმატიულ დონეზე დარეგულირდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს ბრალდებული და არაბრალდებული პირებისაგან აღებული დნმ-ის ნიმუშის (ბიოლოგიური მასალის) სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის, გამოყენებისა და წაშლის წესები. თუმცა, ვინაიდან იგი სიახლეა საქართველოსთვის, ამიტომ არსებობს იმის რისკები, რომ კანონმდებლობა გარკვეული საკითხების რეგულირების მხრივ პრაქტიკაში წარმოშობილი ბარიერებისა და ხარვეზების თვალსაზრისით, წინააღმდეგობაში მოვიდეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან. აღნიშნულის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ განისაზღვროს `დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არაბრალდებული პირის დნმ-ის ნიმუშის ავტომატურად წაშლის საფუძველი, ვინაიდან, ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახ მად, ნიმუშის წაშლის მოთხოვნის უფლება პირს უჩნდება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 10 წლის შემდეგ, ხოლო ნიმუშის წაშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ პირი წაშლის მოთხოვნით მიმართავს შემნახველ ორგანოს, ხოლო აღნიშნული უთანაბრდება ნიმუშის შენახვას შეუზღუდავი ვადით. სწორედ მსგავს საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა. ამასთანავე, ნაშრომის ფარგლებში განხილულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/6/1846 გადაწყვეტილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც სწორედ დნმ-ის ნიმუშის აღებას შეეხება არაბრალდებული პირისაგან. კვლევისას ძირითადად გამოყენებულია ისტორიული, ფორმალურ-ლოგიკური და შედარებითსამართლებრივი მეთოდები.

საკვანძო სიტყვები: დნმ-ის მონაცემთა ბაზა, პერსონალური მონაცემი, არაბრალდებული პირი.


გამოყენებული ლიტერატურა

სამართლებრივი აქტები

საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია.

საქართველოს კანონი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ", საკანონმდებლო მაცნე, 336-IIმს-XIმპ, 04/03/2025.

საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საკანონმდებლო მაცნე, 3144-XIმს-Xმპ, 14/06/2023.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საკანონმდებლო მაცნე, 1772, 09/10/2009.

საქართველოს მთავრობის დადგენილება №192, ბიოლოგიური ნიმუშის აღების, განადგურების, ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირების, გენეტიკური პროფილის დამუშავებისა და გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ, საკანონმდებლო მაცნე, №192, 2025 წლის 30 მაისი.

ქართულენოვანი ლიტერატურა

გოგიჩაძე, გ., გედენიძე, ა., ჭუმბურიძე, ჯ. (2009). სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება №3/6/1846 (24 ივნისი, 2025) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.

უცხოენოვანი ლიტერატურა

Westermark, H., Aronovitz, A., Curran, J., Fausch, I., Fournier, J., Hohenecker, L., Kleczewski, A., Pretelli, I., Polanco Lazo, R., Topaz Druckman, K., Viennet, C., Went, F., Zheng, J. (2020). The Regulation of the Use of DNA in Law Enforcement. https://www.isdc.ch (30.06.2025).

საერთაშორისო სამართლებრივი აქტები

Act on the establishment of a central DNA profile register, LAW, №434 of 31/05/2000, Ministry of Justice. https://www.retsinformation.dk (30.06.2025).

Act amending the Act on the Establishment of a Central DNA Profile Register and the Administration of Justice Act, LAW, №369 of 24/05/2005, Ministry of Justice. https://www.retsinformation.dk (30.06.2025).

Act (2018:1693) on the processing of personal data by the police within the scope of the Criminal Data Protection Act, Ministry of Justice. https://www.riksdagen.se/sv (30.06.2025).

Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms Rome, 4.XI.1950. https://www.echr.coe.int (07.07.2025).

Criminal Data Protection Act (2018:1177), Ministry of Justice. https://www.riksdagen.se/sv (30.06.2025).

Criminal Records Act (1998:620), Ministry of Justice. https://www.riksdagen.se/sv (03.07.2025).

Criminal Code (1962:700), Ministry/authority: Ministry of Justice L5 Issued: 1962-12- 21 Amended: until SFS 2025:638, Ministry of Justice. https://www.riksdagen.se/sv (04.07.2025).

Council Decision №2008/615/JHA (23 June 2008), on the stepping up of cross-border cooperation, particularly in combating terrorism and cross-border crime, Official Journal of the European Union. https://eur-lex.europa.eu (07.07.2025).

Danish Penal Code, LBK №871 of 04/07/2014, Ministry of Justice. https://www.retsinformation.dk (29.09.2025).

The use of analysis of deoxyribonucleic acid (DNA) within the framework of the criminal justice system, ExpRec (92) 1, Adopted by the Committee of Ministers at the 470th meeting of the Ministers' Deputies, 10 February 1992. https://search.coe.int (07.07.2025).

The Swedish Code of Judicial Procedure, Departmental series 1998:65, Chapter 28, section 12, Ministry of Justice. https://www.riksdagen.se/sv (04.07.2025).

უცხოენოვანი სტატიები

Armentrout, P. (3 May 2015), Parabon's Snapshot DNA Phenotyping Service Helps Calcasieu Parish Sheriff's Office Redirect Investigation into Sierra Bouzigard's Cold Case. https://parabon-nanolabs.com (29.09.2025).

Kayser, M., Schneider, P. M. (2009). DNA-based prediction of human externally visible characteristics in forensics: Motivations, scientific challenges, and ethical considerations, Official journal of the International Society for Forensic Genetics (ISFG). https://www.sciencedirect.com (30.06.2025).

Muñoz, H., Fiodorova, A. (2014). DNA and Law Enforcement in the European Union: Tools and Human Rights Protection, Utrecht Law Review. https://utrechtlawreview.org (26.09.2025).

Russell, B. A. (24 July 2017). Man arrested in 2009 killing of Sierra Bouzigard. https://www.kplctv.com (29.09.2025).

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები

Case of Dragan Petrovic v. Serbia, Decision №75229/10 (14 April 2020).https://hudoc.echr.coe.int (29.09.2025).

Case of S. And Marper v. The United Kingdom, Decision №30562/04 and 30566/04 (4 December 2008). https://hudoc.echr.coe.int (S. And Marper v. The United Kingdom, 2008).