სამართლის კულტურა

LEGAL CULTURE

ISSN 3088-4365
E ISSN 3088-4357
Logo
ჟურნალი
სამართლის კულტურა
ISSN 3088-4365
E ISSN 3088-4357
2026, N1(2)

მოწოდება სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ: კავშირი გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის

ავტორი: გიგა გორჯელაძე

DOI: https://doi.org/10.65454/lc/2026/2/103-116


103-116

რეფერატი

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა სისხლის სამართლის კოდექსის ერთობ ნაკლებად პოპულარული და არა პრაქტიკული დისპოზიცია მოქმედებაში მოიყვანა. საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს. წარმოდგენილ სტატიაში განხილულია სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობით დამხობისაკენ მოწოდების დანაშაულებრივი ბუნება და ურთიერთკავშირი საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, ასევე შედარებითი კვლევის მეთოდის გამოყენებით გაანალიზებულია სხვა სახელმწიფოების გამოცდილება და ქართული რეალობა. მოცემული დისპოზიციის განმარტება და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოსთან ზღვარის გავლება მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკაფიო შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქმნის მოწოდების დანაშაულებრივ ბუნებას და რა ხდება მაშინ, როცა გამოხატვის თავისუფლებით დაცული სამართლებრივი სიკეთეები კოლიზიაში მოდის სისხლის სამართლის კოდექსით ინკრიმინირებულ ქმედებასთან. გარდა ამისა, განსახილველი საკითხის ანალიზი საინტერესო იქნება იურისტთა იმ ნაწილისთვის, რომელთაც სურთ მარტივად მიიღონ ინფორმაცია საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოცდილებაზე, კერძოდ, როგორ ისჯება სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობის დამხობისკენ მოწოდება და დანაშაული სანქციის სახედ და ზომად რას ითვალისწინებს. ასევე, საქართველოსა და გერმენიის (ფედერალური) საკონსტიტუციო სასამართლოების განმარტებებსა და პრაქტიკაზე.

საკვანძო სიტყვები: კონსტიტუციური წესრიგი, ხელისუფლების ძალადობით დამხობა, სახელმწიფო გადატრიალება, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული


გამოყენებული ლიტერატურა

კობახიძე, ი. (2023). კონსტიტუციური სამართალი.

ტურავა, მ. (2010). სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა თანდართული ტესტების ნიმუშებითა და კაზუსის ამოხსნის მეთოდის გამოყენებით.

ლეკვეიშვილი, მ., მამულაშვილი, გ., გვენეტაძე, ნ., თოდუა, ნ., მუმლაძე, დ., (2012). სისხლის სამართლის კერძო ნაწილი. წიგნი II.

კუბლაშვილი, კ. (2023). ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება*.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება.

გაეროს გენერალური ასამბლეა. (1948). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.